-
- ENGLISH
- ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
The Grandeur Hotel
გრანდერი ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე სასტუმროა, რომელიც თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის მომსახურებით და მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.
სასტუმროს არქიტექტურა მდიდრული იახტის ფორმითაა შთაგონებული, ხოლო კომფორტული და ელეგანტური ნომრებიდან ზღვის და ბათუმის ბულვარის ულამაზესი ხედები იშლება. ყველა ნომერს აქვს საკუთარი აივანი, ხოლო კომფორტული გარემო და დახვეწილი ინტერიერი იდეალურია როგორც დასასვენებლად, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
სრულფასოვანი განტვირთვისა და დასვენებისთვის სასტუმროში ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი Orchid Spa, რომელიც მრავალფეროვან სპა თერაპიას გთავაზობთ. დაგხვდებათ შიდა აუზი, გასარუჯი ღია ტერასა, ჰამამი, ჯაკუზი, საუნა, ხოლო აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომია პროფესიონალურად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი.
სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორანი დელმარე სტუმრებს უგემრიელეს კერძებს და ზღვის ულამაზეს ხედებს სთავაზობს. მენიუში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულო და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი.
სასტუმრო გრანდერი დიდი საკურორტო კომპლექსის ნაწილია, რაც ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისარგებლონ კომპლექსის დიდი ღია აუზით და დასასვენებელი სივრცეებით. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები და მაღაზიები.
განსახლების პირობები
საუკეთესო ფასები მხოლოდ ჩვენს საიტზე
| შესახლების რეგისტრაცია | 15:00 |
| გამოსახლების რეგისტრაცია | 12:00 |
| ჯავშნის უარყოფა |
გაუქმების მოქნილი პირობები |
წესები და პირობები
დაგვიკავშირდით გაუქმების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.